ისლამისტებმა 2000 წლოვანი პალმირას ტრიუმფალური თაღი დაანგრიეს…

palmira-1არაბული წყაროების ცნობით, ,,ისლამური სახელმწიფოს,, მეომრებმა სირიის ქალაქ პალმირაში 2000 წლოვანი ტრიუმფალური თაღი ააფეთქეს….

სირიის მოქმედი ხელისუფლების კულტურის მინისტრის მაამუნ აბდელ-ქარიმის განცხადებით, ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბოევიკებმა ანტიკურ ქალაქ პალმირაში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით, რომის იმპერიის დროინდელი ტრიუმფალური თაღი (არკა) ააფეთქეს, რაც მსოფლიო ისტორიისათვის დიდი დანაკლისია….

,,ბელა და ბალ-შამინას ტაძრების აფეთქებისა და უძველესი სამარხების განადგურების შემდეგ, ეს აფეთქება სამწუხაროდ მოსალოდნელიც იყო…. საქმე გვაქს ისლამისტების მიერ წინასწარ დაგეგმილ სცენართან, რომლის მიხედვით უძველესი და ისტორიული ქალაქი, რომლის თითოეული ნანგრევიც კი ,,იუნესკოს,, მიერ მსოფლიო კულტურის ძეგლად იყო აღიარებული, მიწასთან გასწორდეს და მისგან არაფერი დარჩეს,, აცხადებს სირიელი მინისტრი.

ვირუსის ბლოკატორები