ირმა ჭკადუა: ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ორ-სამ კვირაში გაიხსნება

news
: news იანვარი 23, 2015 14:22

ირმა ჭკადუა:  ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ორ-სამ კვირაში გაიხსნება

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა ვარაუდობს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ორ-სამ კვირაში გაიხსნება. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა , ვაზაგაშვილების საქმეზე ადვოკატებს პროკურატურაში ჰქონდათ შეხვედრა, მათ გამომძიებლებს ის დეტალები მიაწოდეს, რაც იური ვაზაგაშვილს არ ჰქონდა მიწოდებული.
“პროკურატურაში მოხდა ინფორმაციის გაცვლა. მათ აინტერესებდათ ჩვენს მიერ მიწოდებული ყველა დეტალი, თუკი არის ისეთი, რაც ბატონ იურის არ ჰქონდა მიწოდებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გეტყვით. მე პირადად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან მიმართებაში. ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით ორ-სამ კვირაში ეს საქმე გაიხსნება”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატის თქმით, ოჯახის ახლობლების მოთხოვნაა, რომ ვიდრე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე სრულად არ იქნება გამოძიებული, ყველა ის ადამიანი, ვინც 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციასთან პირდაპირ თუ ირიბად იყო დაკავშირებული, დროებით მაინც იქნან თანამდებობიდან გადაყენებული.
ირმა ჭკადუამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ურთულესი საქმე და დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო, რათა მოხდეს საქმეზე შედეგის დადება.
ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ამ წუთისთვის გამოკვეთილი კონტურები საქმეში მას არ უნახავს.
კონკრეტულად თუ ვისთან შედგა პროკურატურაში შეხვედრა, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ არ დააკონკრეტა.
ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, კორტებთან სპეცოპერაციის დროს მოკლეს. იური ვაზაგაშვილი აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელები მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ მუშაობას.
ამასთან, ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, 20 იანვარს შვილის საფლავზე დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა.

news
: news იანვარი 23, 2015 14:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,664
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics