ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტსა და სახალხო დამცველს მოუწოდებს, გიგი უგულავას საქმეზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ

news
: news სექტემბერი 17, 2015 12:27

ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტსა და სახალხო დამცველს მოუწოდებს, გიგი უგულავას საქმეზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი საქართველოს პრეზიდენტსა და სახალხო დამცველს მოუწოდებს, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
როგორც ირმა ნადირაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი, შესაბამისად, საჭიროა, საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი იყვნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მათი მხარდამჭერები. ისინი გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებოდნენ.
კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა.
სერგო რატიანი აცხადებს, რომ მთავრობა სამართლებრივი სივრციდან არის გასული, გიგი უგულავა უკანონო პატიმარია და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი იმართება, რომელიც “ტელეიმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების, ასევე “თბილსერვისჯგუფის” საქმეს ეხება.

news
: news სექტემბერი 17, 2015 12:27

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics