ირმა ინაშვილი საპროტესო აქციებს იწყებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 1, 2015 17:56

ირმა ინაშვილი საპროტესო აქციებს იწყებს

irma inashvilii-cr-739x428საგარეჯოს არჩევნების შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება გახდა „მიშა 2“, რის გამოც მე ისევ გავდივარ რუსთაველის ძეგლთან და კვლავ ვიწყებ საპროტესტო აქციებს ახალი ტიპის სისტემის და რეჟიმის წინააღმდეგ-ასეთი განცხადება გააკეთა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა და საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა. როგორც ინაშვილი აცხადებს, მისი პარტია არ აპირებს პესიმიზმს მიეცეს, არ აპირებს დანებებას და თუ ქართული ოცნება არ აღიარებს, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს და გაყალებას შუალედურ არჩევნებში, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დაიწყებს საპროტესტო აქციებს ახალი ტიპის სისტემის და რეჟიმის წინააღმდეგ.

„ვიცი რაოდენ აღელვებულია ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, ყველა ის ადამიანი ვინც აკვირდებოდა ამ არჩევნებს და დარწმუნებულია იმაში, რომ ირმა ინაშვილმა გაიმარჯვა ამ არჩევნებში. ვისთვისაც ქართული დემოკრატიის გადარჩენა და ჩვენი სამშობლოს მომავალი არის განსაკუთრებული ფასეულობა მათ გასაგონად მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ყველა იმ დარღვევას, გაყალებებულ ოქმებს- გავაპროტესტებთ, მივმართავთ სასამართლოს და რამდენიმე გზით ვიმოქმედებთ. საგარეჯოს რაიონში მთელი რიგი უბნები დაფიქსირდა, სადაც ვერ დაბალანსდა ოქმები. #39,#29,#48, #41, #45 უბნებზე გაყალბებას ჰქონდა ადგილი და ამ დრომდე ვერ დაჯამდა ამ უბნებზე ოქმები.
ჩაილურში მოხდა გამაოგნებელი ფაქტი და არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი სხვა არჩევნების დროს. ჩაილურში საკრებულოს კანდიდატი ამირან საგინაშვილი არჩევნების დღეს დაიბარეს საბურთალოს რაიონის პოლიციაში, მოწყვიტეს საარჩევნო პროცესს და გვიან ღამით, როდესაც უბნები იხურებოდა მხოლოდ მაშინ გაათავისუფლეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

რაც შეეხება სპეცუბნებს. მე თავიდან ვსაუბრობდი, რომ დახურული სპეცუბნები არის მანკიერი პრაქტიკა. დაუჯერებელია, რომ ჯარისკაცებიდან ნაწილს მაინც ხმა არ მოეცა ჩემთვის , როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანისთვის. ამ ჯარისკაცებს შორის ძალიან ბევრი ბორჯომელი და დუშელი იყო და ისინი მაინც მე მომცემდნენ ხმას. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ჯარისკაცების ხმები წავიდა სახელისუფლებო კანდიდატის მიმართულებით.
როგორც არჩევნების ტექნოლოგები მიხსნიან, გამოყენებული იყო კარუსელის ტექნოლოგია. საკუთარ ჯარსაც არ ენდო თავდაცვის მინისტრი და ღია ბიულეტინები დაამატეს საარჩევნო ყუთში. მივმართავ სასამართლოს და ჩვენ მოვითხოვთ #13 უბნის შედეგების გაუქმებას.
ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში სამარცხვინო რამ მოხდა. დღევანდელი ქართული ოცნება, რომელიც თავად მოვიდა ხელისუფლებაში ამ პრობლემების გადალახვის გზით, დღეს მდუმარედ ადევნებს თვალყრუს არჩევნების სამარცხვინო გაყალბებას. საგარეჯომ და საგარეჯოელებმა ამ არჩევნებში გაიმარჯვეს, ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ამ გამარჯვების დათმობას არ ვაპირებთ. არ ვაპირებთ პესიმიზმს მივეცეთ, არ ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენ ვეცდებით, რომ ის სათათბიროები, რომელიც საგარეჯოს რაიონშია შექმნილი მაქსიმალურად მუშაობდეს და გააქტიურდეს. ამ სათათბირო მოდელის გავრცელებას მთელი საქართველოს მასშტაბით მოვახერხებთ. ორი დღეის განმავლობაში დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ თუ არ მოხდა #13 უბნის გაუქმება ჩვენ მივმართავთ სასამართლოს. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას სამართლებრივი გზითაც და მაჰათმა განდის გზითაც, რადგან ეს არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმები.

8 ნოემბერს, კვირას 16:00 საათზე ჩვენს მომხრეებს მოვუწოდებთ, რომ შევიკრიბოთ რუსთაველის ძეგლთან და დავიწყოთ კვლავ ბრძოლა ჩვენი უფლებების დასაცავად და ქართული დემოკრატიის გადასარჩენად. რადგან, საარჩევნო პორცესში ასეთი დარღვევები, გაყალბება ეს არ უნდა განმეორდეს 2016 წლის არჩევნებისთვის. უნდა მოხდეს ამის პრევენცია. საზოგადოებაც პასუხისმგებელია იმაზე, რომ თავისი ნება და პოზიცია გამოხატოს.
რომ არა ხელისუფლების მსგავსება სააკაშვილის ხელისუფლებასთან, ჩვენ საგარეჯოში სრული გამარჯვება გვქონდა მოპოვებული. საგარეჯოს არჩევნების შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება გახდა „მიშა 2“, რის გამოც მე ისევ გავდივარ რუსთაველის ძეგლთან და კვლავ ვიწყებ საპროტესტო აქციებს ახალი ტიპის სისტემის და რეჟიმის წინააღმდეგ“– განაცხადა ირმა ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში.

 წყარო:”მარშალ პრესი”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 1, 2015 17:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics