ირმა ინაშვილი:მე ჯერ არ დავღლილვარ!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 3, 2015 15:25

ირმა ინაშვილი:მე ჯერ არ დავღლილვარ!

აფხაზეთმა მასწავლა: ომს ის კი არ იგებს, ვინც ოსტატურად ისვრის, არამედ ის, ვინც ბრძოლაში არ იღლება... ამიტომ ყველაფერი კარგადაა. მე ჯერ არ დავღლილვარ!აფხაზეთმა მასწავლა: ომს ის კი არ იგებს, ვინც ოსტატურად ისვრის, არამედ ის, ვინც ბრძოლაში არ იღლება… ამიტომ ყველაფერი კარგადაა. მე ჯერ არ დავღლილვარ!
8 ნოემბერს, დღის 4 საათიდან ვიკრიბებით რუსთაველის ძეგლთან. თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები (საგარეჯოში არჩევნების გაყალბების ორგანიზებისათვის) უნდა გადააყენონ დაკავებული თანამდებობებიდან! ქართული ჯარი უნდა გათავისუფლდეს საარჩევნო წნეხისგან! სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, გაყალბების კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით! თანამდებობიდან უნდა გადააყენონ საგარეჯოს გამგებელი, ვინმე გზირიშვილი, რომელიც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი მონაწილეა, წვრილი წურბელა, თუმცა, შემსრულებელი! იორმუღანლოს ყველა სოფლის გამგებელი უნდა დაიკითხოს და დაისაჯოს! ჩვენ ვიმოქმედებთ ორი მიმართულებით: სამართლებრივი გზა და სამოქალაქო პროტესტის გზა. თუ დღეს დავუშვით დუმილი იმაზე, რაც საგარეჯოში მოხდა, ხვალ ეს თავდაცვის მინისტრი ჯარს ჯერ მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად, შემდეგ კი, დასახვრეტად გამოიყენებს და ამას გააკეთებს ქართული დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის სახელით… ხოლო არჩევნები აზრს სრულიად დაკარგავს. მე არ ვიცი, ვის რა ვალი აქვს რესპუბლიკური პარტიის და არც მაინტერესებს… მე ვხედავ, რომ “ქართული ოცნების” არც ერთი დეპუტატი ხმას არ იმაღლებს ე.წ. დახურული სპეცუბნების გაუქმების თემაზე… ხმას არ იმაღლებს იმ უსინდისობაზე, რაც საგარეჯოში მოხდა… მე არა მაქვს არც თქვენი და არც რესპუბლიკური პარტიის ვალი და არ ვაპირებ ეს ქვეყანა დაგითმოთ, რადგან არ იმსახურებთ იმას, რაც ქართველმა ხალხმა გაჩუქათ 2012 წლის ოქტომბერში- ნდობას! საგარეჯოელებს ხელისუფლებამ არჩევანის უფლება წაართვა! ეს კონსტიტუციის შელახვაა! აი, ამიტომ გავდივარ 10 წლის მერე კვლავ ქუჩაში!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 3, 2015 15:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics