ირინა სარიშვილმა ,,ფეისბუქზე,, აქცია დაიწყო…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2015 17:26

ირინა სარიშვილმა ,,ფეისბუქზე,, აქცია დაიწყო…

მნიშვნელოვანი

  • პარტია ,,იმედის,, ლიდერმა ირინა სარიშვილმა ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე აქცია დაიწყო...

სხვა სტატიები

პარტია ,,იმედის,, ლიდერმა ირინა სარიშვილმა ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე აქცია დაიწყო…

,,აქცია დაიწყო!

US Embassy Tbilisi, Georgia

Information Center on NATO and EU

NATO

European Commission
European External Action Service – EEAS
European Parliament

13 ივლისი. 2015 წ.

არა ოკუპაციას!
არა მონობას!
ვგმობთ რუსეთის აგრესიას!
ჩვენი არჩევანია თავისუფალი,ძლიერი, ერთიანი საქართველო!

NATO – ჩვენი უალტერნატივო არჩევანი!
–––––––––––––––––––––––––––––––
No occupation!
No slavery!
We condemn Russian aggression!
Free, strong and united Georgia is our choice!

NATO is our choice!,,

წერს ირინა სარიშვილი…

აღსანიშნავია, რომ ამ ,,ფეისბუქ აქციის,, დაწყებას, სარიშვილისაგან რამდენიმე ახსნა განმარტებითი პოსტი უსწრებდა წინ…

,,მეგობრებო!
საინფორმაციო სააგენტოებო!
საიტებო!
ჯგუფებო!

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:
ზუსტად 1 საათში, 15.00–ზე ამ კედელზე იწყება ფეისბუკ–აქცია.
დაიდება მოკლე საპროტესტო განცხადება – ჩვენი პოზიცია!
დაითაგება აშშ საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალური გვერდები.

15.00–ზე დადებული განცხადების მოწონებათა (“ლაიქები”) და გაზიარებათა რაოდენობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა ჩემთვის, არამედ საქმისთვის!

ვაფიქსირებთ საზოგადოებრივ აზრს, რომელიც დღეს თუ არა, ხვალ ჩვენი შვილების საქართველოს საფუძველი უნდა გახდეს!

ზუსტად 1 საათში – 15.00–ზე ვიწყებთ უპრეცედენტო აქციას ფეისბუკზე!

P.S. დეტალები იხ. წინა სტატუსებში

——————————————————————————————

მეგობრებო! გთხოვთ ყურადღებას!

დღევანდელი გარემოებების გათვალისწინებით, რაც წინა სტატუსებშია აღნიშნული, აუცილებლად მიმაჩნია ყველა შესაძლებელ დონეზე აქტიური და ქმედითი გაპროტესტება იმის, რაც ჩვენ თვალწინ ხდება: რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში რუსული აგრესიის გააქტიურების!

რუსეთის მოკავშირე ხელისუფლების პირობებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ აზრს, თუნდაც მისი გათვალისწინება ამ ხელისუფლებამ არ მოისურვოს!

საზოგადოებრივი აზრის ფართომასშტაბიანი და ოფიციალური დაფიქსირების ბევრი საშუალება არსებობს: პეტიციები, ხელმოწერები, მათ შორის ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით; ქუჩის აქციები და ა.შ.

ამ ყოველივეს, გარდა სურვილისა, გარკვეული ფინანსები და ორგანიზება სჭირდება!

მივმართავ ყველა დასავლურ პლატფორმაზე მდგომ პარტიას!

წინასაარჩევნო პერიოდისთვის გადანახული თანხებიდან გამოყავით თუნდაც მცირედი, რაც ამ კონკრეტულ ღონისძიებებს დასჭირდება. არჩევნები ჯერ არც ისე ახლოა!

გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს შესაძლებლობებშია, თან ძალიან სწრაფად!

რაც შემეხება მე:
მოგეხსენებათ, მე არანაირი ფინანსური საშუალება არ გამაჩნია მსგავსი აქციების ორგანიზებისთვის და ერთადერთი ადგილი, სადაც მე შეუზღუდავად ვმოქმედებ, სოციალური ქსელია.
არც ესაა ცოტა, მერწმუნეთ!

მინდა გითხრათ, რომ იმ განცხადებამ, სადაც ამ თემაზე იყო საუბარი და რისი გავრცელებაც მე გთხოვეთ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მოიცვა: საინფორმაციო სააგენტოების, სხვადასხვა საიტებისა და ჯგუფების ჯამური მონაცემებით, ამ განცხადების გაზიარება, გუშინდელი ღამის მონაცემებით რამდენიმე ათასს აღწევდა, ხოლო ნახვამ 200 ათასს გადააჭარბა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ თემა აქტუალურია და მასზე აქტიურად რეაგირებს ჩვენი საზოგადოება.

იმისათვის, რომ აქაურ აქტიურობას უფრო ოფიციალური და მკვეთრი სახე მიეცეს, ასეთ რამეს გთავაზობთ:

დღეს, დღის სამ საათზე, მე დავდებ ძალიან მოკლე, სააქციო საპროტესტო ტექსტს ამ თემაზე.
ამ სტატუსზე ლაიქებისა და გაზიარებების რაოდენობას რა მნიშვნელობაც აქვს, ალბათ ყველასთვის გასაგებია.
ვთხოვ საინფორმაციო სააგენტოებს, საიტებს და ჯგუფებს, სტატუსი–მოწოდება, რომელიც დღეს დღის სამ საათზე დაიდება, არ დატოვოთ უყურადღებოდ.

ეს იქნება ერთგვარი ფეისბუკ–აქცია, რომელზეც ჩვენ ჩვენს ურყევ პოზიციას დავაფიქსირებთ და რაც უფრო დიდი იქნება რაოდენობა, მით უკეთესი!

თუ ვინმეს პრობლემა ექნება ჩემს კედელზე 3 საათზე გამოქვეყნებული სტატუსის გაზიარების, იმიტომ რომ ის მე მეკუთვნის, პრობლემა არ არის, შეგიძლიათ თქვენი სახელით დადოთ კედელზე! უბრალოდ ე.წ. “ლაიქებს” ჩემთანაც და სხვებთანაც საქმისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!

ამ თემას, რასაც საქართველოს მომავალი ეწოდება, ერთი ავტორი არ ყავს!
ეს თემა ყველასია!

გელოდებით ჩემთან კედელზე დღის 3 საათზე!
ვიწყებთ საფეისბუკო საპროტესტო აქციას!

სტატუსი: საქართველო უპირველეს ყოვლისა,, წერს ირინა სარიშვილი ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2015 17:26