ირინა სარიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 17, 2015 18:45

ირინა სარიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ ირინა სარიშვილის განცხადებას, რომელიც “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა:

სარიშვილი

ეხლა ძლივს, რაღაც მაქინაციების გამოყენებით, ძლივს შემოვედი საკუთარ ფეისბუკზე,
როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ერთი ერთზე მართლდება ის პროგნოზი, რომელიც საქართველოდან სულ რაღაც 2 კვირით წასვლამდე, ჩემმა მეგობრებმა მითხრეს:
მე ამ დღეების განმავლობაში შესაძლოა მქონდეს პრობლემები თქვენთან დაკავშირების, ასევე მაფრთხილებენ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ მოსალოდნელ პროვოკაციებზე!
ამ წუთებში შემოვდივარ ფეისბუკზე ჰაკერული მეთოდების გამოყენებით, რომელიც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოდგება, შემდეგ დიდი ვარაუდით დაიბლოკება. ვერ ვრეკავ ვერც ტელეფონზე ვერსად და პასუხად ვიღებ თითქოს გადახდილი არ მაქვს, არადა მაქვს!!!!
აღარ მინდა დაწვრილმანება არავისთან, მხოლოდ ერთს გაფრთხილებთ ყველას:
მე აქაც, ამერიკაში, და საქართველოშიც, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს! ~
თუ არ გამიხსნით ამ გზით ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობის საშუალებას, არა მგონია, რამე მოიგოთ!
მე ასევე გამაფრთხილეს, რომ ამ საყოველთაო ქაოსის და განუკითხაობის პირობებში შესაძლოა რაიმე საფრთხე დაემუქროს ჩემს ოჯახს!
და თუ ეს სიმართლეა, ყველას, აბსოლუტურად ყველას, მტერსაც და მეგობარსაც, რომლებიც შესაძლოა ამ ბინძურ გეგმაში აღმოჩნდეთ ნებსით თუ უნებლიედ ჩაყოლილნი, გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ თ:
ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ჩემს ჩამოსვლამე ან ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თმის ღერი რომ ჩამოვარდეს, პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით, ძალიან ძვირად დაგიჯდებათ! ეს მუქარა არაა! ეს გაფრთხილებაა!!!!!
მე გაგაფრთხილეთ!!!!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 17, 2015 18:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,170
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics