ირინა სარიშვილი: მე არ შევცვლილვარ… შეიცვალა გარემოებები…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 26, 2015 01:41

ირინა სარიშვილი: მე არ შევცვლილვარ… შეიცვალა გარემოებები…

10177471_269656506539574_6186658418222012088_nირინა სარიშვილი სოციალური ქსელით, მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მის ცხოვრებაში ,,ფეისბუქის,, როლზე და მოვლენების ახლებურ ხედვაზე საუბრობს…
,,მათ საყურადღებოდ, ვინც თვლის, რომ მე ეხლა გამოვჩნდი და ადრე არ ვაქტიურობდი, ასევე მათთვის, ვინც გაოცებულია ჩემი დღევანდელი პოზიციით, მინდა განვმარტო:
13 წელი, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები, ჩემთვის, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დაკეტილია ტელევიზიები. ამ წლების განმავლობაში ჩემი თითო–ოროლა გამოჩენა ნამდვილად არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მე ვინმეს აქტიურად ჩავეთვალე, მით უმეტეს, კარგად გაეგო ჩემი პოზიცია, რომელსაც ფუნდამენტურ დონეზე არანაირი ცვლილება არ განუცდია.
მხოლოდ მაშინ, როცა სოციალურ ქსელში ჩავერთე და ფეისბუკის აქტიური მომხმარებელი გავხდი, მომეცა თქვენთან ყოველდღიური პირდაპირი კონტაქტის საშუალება, რითაც უკეთესად გავიცანით ერთმანეთი. ფეისბუკი იძლევა მუდმივ პირდაპირ ეთერში ყოველგვარი კონტროლის გარეშე ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას.
ამ წუთას არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს დროის მოკვლის არაჩვეულებრივი შანსია, არც იმაზე, თუ რამდენი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი აქ და როგორ შეცვალეს ამ ადამიანებმა ჩემი ცხოვრება, რამდენი რამე გამაგებინეს და რამდენ რამეზე სულ ახლებურად დამაფიქრეს… ეს სხვა თემაა.
ამ წუთას მე ერთი რამის თქმა მინდა:
მე არ შევცვლილვარ, რაც ვიყავი, ისევ ის ვარ. შეიცვალა გარემოებები: მე ამდენი წლის განმავლობაში გარედან ვუყურებ მოვლენებს და ბევრი რამ სრულიად ახლებურად დავინახე, რაც ბუნებრივია – ადამიანი გარკვეულ ასაკში მხოლოდ ბიოლოგიურ ზრდას უნდა წყვეტდეს. თქვენთვის ეს ყველაფერი ასე შესამჩნევი მას მერე გახდა, რაც მე აქ, თქვენთან ერთად, სოციალურ ქსელში აქტიურად ჩავერთე, რადგან ურთიერთობის ეს ფორმა, თუნდაც ვირტუალური, ძალიან ახლოა პირად ურთიერთობებთან, და ადამიანის უკეთ გაცნობის საშუალებას იძლევა. .
ეს არის და ეს
სტატუსი: დიდი მადლობა ცუკერბერგს ,, წერს სარიშვილი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 26, 2015 01:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics