ირინა სარიშვილი:უსამართლობაზე უსამართლობით პასუხი ყველაზე დიდი უგუნურებაა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 3, 2015 04:08

ირინა სარიშვილი:უსამართლობაზე უსამართლობით პასუხი ყველაზე დიდი უგუნურებაა

“შერჩევითი სამართალი ყველაზე დიდი უსამართლობაა.
სიმართლეგარეული ტყუილი ყველაზე საშიში ტყუილია.
უსამართლობაზე უსამართლობით პასუხი ყველაზე დიდი უგუნურებაა.
ადამიანი დამნაშავეა მხოლოდ მაშინ, როცა მის ბრალეულობას დაამტკიცებს გამოძიება და სასამართლო ამ ბრალეულობას დაადასტურებს”–აცხადებს ირინა სარიშვილი.

სარიშვილი
ამ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მაინც არსებობს.
მოწმეთა ჩვენება, მით უფრო, ცრუ მოწმეთა, არ წარმოადგენს ძირითად მტკიცებულებას. ის მხოლოდ საქმის ნაწილია.
უფრო მეტიც, ბრალეულობის ძირითად მტკიცებულებას არ წარმოადგენს არც ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება.
ბრალეულობის ერთადერთი ძირითადი მტკიცებულება არის ფაქტი და ამ ფაქტთან ეჭვმიტანილის პირდაპირი თუ ირიბი კავშირის დადასტურება გამოძიების და შემდგომ სასამართლოს მიერ.
პატიმარი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში, ყველა პროცედურული ნორმის დარღვევით, გამოძიების მიერ ვერ უმტკიცდება დანაშაული, ან ერთადერთი მტკიცებულება მოწმეთა, მით უფრო ცრუ მოწმეთა ჩვენებაა, უკანონო პატიმარია.
და თუ ეს უკანონო პატიმარი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტია, მაშინ ის პოლიტპატიმარია!
გასაგებია ბატონო პრეზიდენტო?!
ასე რომ, დღევანდელ, ანუ თქვენს ხელისუფლებას ჰყავს პოლიტპატიმრები და თქვენ ეს მშვენივრად იცით!
P.S. რომის პაპზე მეტ კათოლიკეებს ვურჩევ, ნუ დაკარგავენ დროს ჩემთვის იმის შეხსენებით, მე თვითონ ვინ, როდის და როგორ მომექცა უსამართლოდ. ზუსტად იმიტომ, რომ 25 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი არა ერთხელ საკუთარ თავზე გამოვცადე და ვიცი რაც არის, ეს აღარასოდეს აღარ უნდა განმეორდეს არც ჩემს და არც ჩემი გუშინდელი თუ დღევანდელი ოპონენტების მიმართ!
შერჩევითი სამართალი არ არსებობს!
და ძალიან ცუდი, თუ ეს ბევრს არ ესმის!–აცხადებს ირინა სარიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 3, 2015 04:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics