ირანი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს

news
: news იანვარი 25, 2015 18:59

ირანი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს

ირანი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოსა და ირანის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად საქართველოს სავიზო პოლიტიკაც განიხილეს. ოფიციალური ირანი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სავიზო პოლიტიკის ფარგლებში ირანსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა აღდგება.

შეხვედრის შემდეგ მმართველი კოალიცია ქართველ ჟუნრალისტებთან საუბრისას დავით ბაქრაძემ გააკრიტიკა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ფიქრობს, რომ საქართველოს ახალი სავიზო პოლიტიკა ქვეყანას აზარალებს.

მმართველ კოალიციაში კი ამბობენ, რომ უნდა მოხდეს ახალი რეგულაციების გადახედვა და პრიორიტეტების განსაზღვრა.

გარდა ამ თემისა შეხვედრაზე საუბრისას საუბარი იყო პოტენციურ ენერგეტიკულ პროექტებზეც. ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ბრუნვის ზრდას გეგმავს.

news
: news იანვარი 25, 2015 18:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics