ირაკლი წერეთელი დოდონა კიზირიას მოკლედ პასუხობს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 18, 2015 13:26

ირაკლი წერეთელი დოდონა კიზირიას მოკლედ პასუხობს

მნიშვნელოვანი

  • ,,თავხედ და ენაგატლეკილ დედკაცებს, მით უფრო რუსეთის მიერ მერიკში ჩანერგილ აგენტებს, არ ვპასუხობ... უფრო სწორად უმნიშვნელო წერტილებთან საკამათოდ არ მცალია. საქართველოში ყველაზე ადრე ვიქადაგე სწორუპოვარი სტრატეგიული იდეები და მე თუ შეზღუდული აზროვნება მაქვს, საინტერესოა მაშინ ამ ქვეყნად ვინ არის გონებაგახსნილი?,, განუცხადა ირაკლი წერეთელმა ,,თაიმერს,,

სხვა სტატიები

wereteliქართული ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი ,,თაიმერთან,, საუბარში,  ამერიკაში მცხოვრები ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორის, ქალბატონ დოდონა კიზიარ მიერ, გუშინ სოციალურ ქსელში მისი და ირინა სარიშვილის მიმართ გაკეთებულ პოლლიტიკურ შეფასებებზე,  მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა…

,,თავხედ და ენაგატლეკილ დედკაცებს, მით უფრო რუსეთის მიერ ამერიკში ჩანერგილ აგენტებს, არ ვპასუხობ… უფრო სწორად უმნიშვნელო წერტილებთან საკამათოდ არ მცალია. საქართველოში ყველაზე ადრე ვიქადაგე სწორუპოვარი სტრატეგიული იდეები და მე თუ შეზღუდული აზროვნება მაქვს, საინტერესოა მაშინ ამ ქვეყნად  ვინ არის გონებაგახსნილი?,, განუცხადა ირაკლი წერეთელმა ,,თაიმერს,,

10696308_853656574653974_338940474567936178_nშეგახსენებთ, რომ დოდონა კიზირიამ, გუშინ 17 მაისს, სოციალური ქსელ ,,ფეისბუქით,, ირაკლი წერეთლისა და ირინა სარიშვილის პოლიტიკური მიზნების მისეული შეფასება გააკეთა და ნაციონალური მოძრაობა მათთან თანამშრომლობის მოსალოდნელ შედეგებზე გააფრთხილა…

,,ირაკლი საკმაოდ ადვილად გასაშიფრი პიროვნებაა, ვინაიდან მისი პოლიტიკური აზროვნების უნარი საკმაოდ შეზღუდულია. მისი მიზანია ყურადღების ცენტრში თუ არა, მის სფეროში მაინც იყვეს და ამიტომ ყოველვის დადგება იქ, სადაც ფიქრობს მეტ პატივისცემას დაიმსახურებს. იგი არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობისთვის, ფაქტიურად, მის მიზანს ემსახურება და დღეს მისი მხარდაჭერა საჭიროც და აუცილებელიც არის. თუ ან როდესაც იგი ამ მოძრაობას უღალატებს, ეს ყველასთვის მაშინვე გასაგები გახდება და მისი ამგვარი სავარაუდო „ღალატი“ დიდი დანაკლისი არ იქნება. თავისთავად მას არ ძალუძს რომელიმე სხვა პარტიის ან ოპოზიციის რიგებში ჩადგომის გარეშე მიმდევართა დიდი რაოდენობა ჰყავდეს.

ირინა გაცილებით უფრო ჭკვიანი და ამბიციური პიროვნებაა. ყურადღების ცენტრში ყოფნა მისთვის საკმარისი არ არის. მას რეალური ლიდერობა და ძალაუფლებაში მოსვლა სურს. თუ ყურადღებით მოუსმენთ, იგი თითქმის აიგივებს ნაციონალთა და მეოცნებეთა პარტიებს. პირდაპირ სთქვა, მათ შორის დიდი განსხვავება არ არის, ისინი განაპირობებენ ერთმანეთის არსებობასო. ეს უაღრესად დამამცირებელი კომენტარია. იგი სწორედ მიხვდა, რომ საჭიროა მესამე ძალა, რომელიც მიიზიდავს უამრავ ამომრჩეველს, რომლებსაც იმედი გაუცრუა ივანაშვილმა, მაგრამ არ უნდათ, ან ეშინიათ ნაციონალების დაბრუნებისა. ეს კი მოსახლეობის საკმაოდ დიდ პროცენტს წარმოადგენს. მე იმედი მქონდა, რომ ამგვარ მესამე ძალას ორგანიზაცია „ივერია“ შექმნიდა, მაგრამ ჯერჯერობით მათგან ვერავითარ აქტიურობას ვერ ვხედავ. აი, ამ ვაკუუმის შევსება უნდა სარიშვილს.მისი ამბიციის მქონე ადამიანი არა თუ დაუპირისპირდება ნაციონალურ პარტიას, არამედ მის აშკარა მტრებსაც კი შეურთდება, თუ ეს მისი პირადი მიზნებისთვის საჭიროდ ჩასთვალა. ამიტომ, მე მივესალმები მის მიერ ივანაშვილის კრიტიკას, მაგრამ ვერაფრით ბოლომდე ვერ ვენდობი პოლიტიკურ ბრძოლაში. მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა ფრთხილ მანევრირებას საჭიროებს და მასთან გარკვეულ ურთიერთობას საჭიროდ ვთვლი. მაგრამ ფრთხილად, მეგობრებო, ძალიან ფრთხილად, ირინა ირაკლი არ არის და საკმაოდ ვერაგი მოგვერდის გაკეთება შეუძლია,, დაწერა დოდონა კიზირიამ სოციალურ ქსელში
TIMER-A
ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 18, 2015 13:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics