ირაკლი შოთაძე: გიორგი ბადაშვილი წარმატებული მთავარი პროკურორია

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2015 16:55

ირაკლი შოთაძე: გიორგი ბადაშვილი წარმატებული მთავარი პროკურორია

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის შეფასებით, უწყების ხელმძღვანელი გიორგი ბადაშვილი წარმატებული მთავარი პროკურორია.
როგორც ბადაშვილის საქმიანობის შეფასებაზე კომენტირებისას შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულზე ის შედეგები მეტყველებს, რაც პროკურატურას სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში აქვს.
“ვფიქრობ, გიორგი ბადაშვილი წარმატებული მთავარი პროკურორია და ეს გამოჩნდა, თუნდაც ამ სამი დღის განმავლობაში, როდესაც ძალიან ორგანიზებულად ჩავატარეთ პროკურორთა პირველი კონფერენცია. ასევე ეს ჩანს თითოეულ საქმეში, რომელიც გიორგი ბადაშვილის მთავარი პროკურორობისას გამოიძია მთავარმა პროკურატურამ და წარდგა სასამართლოს წინაშე ბრალდების მხარის პოზიციაში. ჩემი აზრით, გიორგი, რომელთან ერთადაც მე დიდი ხანია მხარდამხარ ვებრძვი დანაშაულს, წარმატებული მთავარი პროკურორია და ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რასაც საქართველოს პროკურატურამ მიაღწია მისი მთავარი პროკურორობის პერიოდში”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2015 16:55