ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ არსებობს

news
ავტ.: news ოქტომბერი 24, 2015 15:18

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ არსებობს

სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდი იყვნენ ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში განაცხადა, სადაც მან შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარადგინა.

“თავისუფლებაა, რომელიც ჩვენს ხალხს ასე სწყუროდა ყოველთვის. გადახედეთ ჩვენს ისტორიას. ხალხმა შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა, ის სიდუხჭირე და გაჭირვება მოითმინოს, მაგრამ თუ რომელიმე ხელისუფალი შეეხება ქართველი კაცის ღირსებას და მის თავისუფლებას, მისი ბედი არის დასრულებული და ასეც მოხდა. თავიდან სააკაშვილმა დაიწყო კარგად, რეფორმებით, მაგრამ შემდეგ შეეხო ყველაზე მთავარს და აკრძალულს, არ შეიძლება ქართველ კაცს მიაყენო შეურაცხყოფა, არ შეიძლება ქართველ კაცს ღირსება შეულახო და თავისუფლება შეუზღუდო, ამიტომ მათი დრო საქართველოში დასრულებულია და ჩვენ გპირდებით, რომ ეს დროს საქართველოში არასდროს დაბრუნდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, არ არსებობს მოძალადე პოლიტიკოსების ადგილი ქართულ სახელმწიფოში.

“უკაცრავად, რომ ასე ღიად გესაუბრებით, თუმცა ბევრს არ მოსწონს ჩემი რიტორიკა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემი ხალხი. ჩვენ თუ არ შევაფასეთ ერთად, თუ არ ვთქვით – არა ძალადობას და იმ ბნელ წარსულს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 3 წლის წინ იყო, ჩვენ წინ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ არსებობს. არ არსებობს მოძალადე პოლიტიკოსების ადგილი ქართულ სახელმწიფოში. ის საშინელი და შემზარავი ვიდეოები, რომელიც გამომჟღავნდა და კიდევ ერთხელ მხილებულ იქნა წინა ხელისუფლება, თუ როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ადამიანებს. ეს ხდებოდა აქ სამეგრელოში და არა მხოლოდ აქ, ყველა რეგიონში. ჩემი მინისტრობის დროს იქნა ეს საქმეები გამოძიებული. ჩვენ მაშინ გავხსენით შეკვეთილი მკვლელობის საქმეები, წამების, გაუპატიურების საქმეები. მივმართავ ოპონენტებს, ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ ეს ქვედა დონეზე ხდებოდა?! არა, მეგობრებო, ეს ყველაფერი თავიდან მოდის. მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორი ამის იყო სააკაშვილი. სწორედ ის და მისი გუნდი იყვნენ ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი, ამიტომ თქვენ – ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საბოლოოდ უთხარით უარი 2012 წლის 1 ოქტომბერს და მე ძალიან მჯერა, რომ ეს უარი დადასტურდება ასევე 2016 წლის ოქტომბერში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დაქირავებული მწამებელი, რომელსაც 30 ლარს უხდიდნენ, იმისთვის, რომ ქართველი კაცი გაუპატიურებინა, არის სახე სააკაშვილის და მთელი “ნაციონალური მოძრაობის”.
“ეს ადამიანები საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან. სწორედ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ ცდილობენ ჩვეულებრივი სამართლებივი პროცესების პოლიტიზირებას. ისეთი როგორიცაა ტელევიზია “რუსთავი 2”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 24, 2015 15:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics