ირაკლი ღლონტი: სამარცხვინოა საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ პირთა საჯარო განცხადებები

news
: news იანვარი 7, 2015 15:57

ირაკლი ღლონტი: სამარცხვინოა საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ პირთა საჯარო განცხადებები

„რეფორმატორების“ ლიდერის, ირაკლი ღლონტის განმარტებით, არსებობს საკანონმდებლო ნორმები, რომელიც გარდა ვალდებულებებისა, უფლებამოსილებასაც ანიჭებს საქართველოს მთავრობას დაიცვას საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები. ამის შესახებ მან „თაიმერთან“ საუბრისას აღნიშნა.
„მაშინ, როცა ცივილიზებული მსოფლიოს მსგავსად საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, მათ შორის ჩვენც, პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები” აქტიურად ვითხოვთ საქართველოში მყოფი ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიების მიმართ სპეციალური სანქციების დაწესებას, დასავლეთის მიერ სანქციადადებულმა რუსეთის ნავთობმომპოვებელი გიგანტი სახელმწიფო კომპანია ,,როსნეფტი” საქართველოში არსებითად სტრატეგიულ ობიექტს – ფოთის პორტს ფლობს და აფხაზეთში ეპატიჟება ნავთობმაგნატებს ! შეგახსენებთ, რომ ,,როსნეფტი” ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური იარაღია და თუ საქართველოს ხელისუფლება არ ისარგებლებს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებით და არ დაიწყებს გარიგების ბათილად ცნობისათვის საჭირო მოქმედებებს, ზემოაღნიშნული კომპანიის საშუალებით ოკუპანტი მარტივად გააგრძელებს მისთვის კარგად ნაცად და მსოფლიოსათვის კარგად ნაცნობი ეკონომიკური ,,მოგუდვის” პოლიტიკას“,- განმარტავს ირაკლი ღლონტი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს კანონი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” პირდაპირ ავალდებულებს ხელისუფლებას ამ კანონის მოთხოვნათა დამრღევი პირების წინააღმდეგ გამოიყენოს ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სანქციები.
„ზემოაღნიშნული კანონით რეგულირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა და დადგენილია სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვები. მაშინ, როცა ,,როსნეფტი” აფხაზეთში ნავთობგიგანტებს ეპატიჟება ეს მოქმედება წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას და უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტივობა.

სამარცხვინოა საქართველოს ხელისუფლების ცალკეულ პირთა საჯარო განცხადებები, სადაც ავლენენ უმეცრებას და არაპატრიოტიზმთან ერთად არაპროფესიონალიზმს, როცა აცხადებენ, რომ არ იციან არღვევს თუ არა როსნეფტი საქართველოს კანონს.

თუ საქართველოს ხელისუფლება დაუყონებლივ არ დაიწყებს ოკუპანტი ქვეყნის მიერ განხორციელებული მორიგი პროვოკაციის საწინააღმდეგოდ აქტიურ მოქმედებებს, მათი უმოქმედობა აუცილებლად უნდა შეფასდეს, როგორც განზრახი დანაშაული საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ.

გონივრული რეაგირებისაკენ მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს.

პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები” ვდებთ საჯაროდ პირობას, რომ მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე განვახორციელებთ მუდმივ მონიტორინგს ზემოაღნიშნულ საფრთხესთან მიმართებით და ვიმოქმედებთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ვალდებულების დაკისირებისათვის, რომ იძულებითი წესით მაინც იქნას დაცული საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები“,- განმარტავს ირაკლი ღლონტი.

news
: news იანვარი 7, 2015 15:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,702
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics