ირაკლი ღლონტი,კახა კუკავა და ბეჟან გუნავა დააკავეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 29, 2015 15:16

ირაკლი ღლონტი,კახა კუკავა და ბეჟან გუნავა დააკავეს

11154259_1597528917194471_1499005242_oპარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, პარტიის წევრი ბეჟან გუნავა და „რეფორმატორების“ლიდერი ირაკლი ღლონტი დააკავეს.ისინი ე.წ. დეზერტირების ბაზართან დააკავეს, სადაც აქციას მართავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის საფუძველზე არიან დაკავებული.

აღნიშნული მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 29, 2015 15:16

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics