ირაკლი ღარიბაშვილმა პანამის პრემიერი საქართველოში მოიწვია

news
ავტ.: news იანვარი 24, 2015 16:07

ირაკლი ღარიბაშვილმა პანამის პრემიერი საქართველოში მოიწვია

საქართველოს დელეგაციამ დავოსში ვიზიტი დაასრულა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრ, ხავიერ ბეტელს, შეხვდა. საუბარი შეეხო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრი პანამის პრეზიდენტ ხუან კარლოს ვარელასაც შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი, ამბობს, პრემიერ-მინისტრმა პანამის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

news
ავტ.: news იანვარი 24, 2015 16:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics