ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში „მაკდონალდსი“ გახსნა

news
ავტ.: news ივნისი 2, 2015 14:59 განახლებულია

ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში „მაკდონალდსი“ გახსნა

მნიშვნელოვანი

  • ევროპული ტენდენციების მიხედვით შექმნილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რესტორანი უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში, 5 თვეში აშენდა და განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 5.2 მილიონი ლარი შეადგინა.

სხვა სტატიები

ევროპული ტენდენციების მიხედვით შექმნილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რესტორანი უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში, 5 თვეში აშენდა და განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 5.2 მილიონი ლარი შეადგინა.

ზუგდიდში გახსნილი “მაკდონალდსი” საქართველოს მასშტაბით რიგით მე-7 რესტორანია.

„ეს არის უნიკალური პროექტი. მსგავსი ტექნოლოგიებით გაკეთებული რესტორანი მეხუთეა ევროპაში და მისასალმებელია, რომ ის ზუგდიდში გაიხსნა. რესტორნის გახსნაში აქტიურად იყო ჩართული გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლება. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი. ჩვენ გვიხარია, რომ კიდევ ერთი ამერიკული რესტორანი გაიხსნა საქართველოში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

რესტორანში 70 ახალგაზრდაა დასაქმებული.

news
ავტ.: news ივნისი 2, 2015 14:59 განახლებულია