ირაკლი ღარიბაშვილი 27 თებერვალს რუმინეთს ეწვევა

news
ავტ.: news თებერვალი 13, 2015 11:10

ირაკლი ღარიბაშვილი 27 თებერვალს რუმინეთს ეწვევა

27 თებერვალს საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთს ეწვევა. აღნიშნულ ვიზიტზე განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ რუმინეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს.

ბოგდან აურესკუს თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის რუმინეთში ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილება, მათ შორის ეკონომიკური მიმართულება.

ამასთან, საუბარი შეეხება ბათუმსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენას და საქართველოს სატრანსპორტო კორიდორის გაძლიერების მნიშვნელობას.

ცნობისათვის, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკო საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება. მან რუმინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ლექცია წაიკითხა, დღეს კი საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრიოს შემდეგ, პრეზიდენტთან და პრემიერთან გამართავს მოლაპარაკებებს.

news
ავტ.: news თებერვალი 13, 2015 11:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,170
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics