ირაკლი ღარიბაშვილი: ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას

news
ავტ.: news ივლისი 16, 2015 14:22

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი და კომპანიები “არ უნდა დაიძაბონ”.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა კვლევა და გუშინ პირველი შედეგები ვიხილეთ.
“ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი. მე არ მინდა, რომ კომპანიები დაიძაბონ, პირიქით, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას საქართველოში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა დაიცვას მოქალაქეები, მათი ინტერესები, რა თქმა უნდა, უნდა დაიცვას კომპანიის ინტერესები, მაგრამ უნდა წახალისდეს ჯანსაღი კონკურენცია.
“ეს იყო და არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ჩვენ ვიკისრეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. მიმაჩნია, რომ ეს არის გამჭვირვალე პროცესი, თუ კომპანიებს ექნებათ რაიმე პრეტენზია და დავა, ეს გაგრძელდება სასამართლოში, მთავრობა არ ერევა ამ პროცესებში, ეს არის კონკურენციის სააგენტოს დისკრეცია და აღნიშნული გადაწყვეტილებაც მათ მიიღეს”, – განაცხადა პრემიერმა.

news
ავტ.: news ივლისი 16, 2015 14:22

Google სტატისტიკა


5,794
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics