ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენც ვართ მზად ქამრები შემოვიჭიროთ

news
ავტ.: news თებერვალი 21, 2015 13:02

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენც ვართ მზად ქამრები შემოვიჭიროთ

საქართველოს მთავრობა “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკაზე გადადის. როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, იმ ფონზე, როცა ლარის გაუფასურებამ ნეგატიური გავლენა იქონია მოქალაქეებისა და კომპანიების ჯიბეზე, აუცილებელია მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.
“ვინაიდან, ლარის გაუფასურებამ ნეგატიური გავლენა იქონია ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე, ასევე კომპანიებზე, ჩვენც ვართ მზად, რომ იტყვიან, ქამრები შემოვიჭიროთ და მაქსიმალურად ეფექტიანად გავაგრძელოთ მუშაობა კოორდინირებულად ერთად. ჩვენ ყველაფერს უნდა გადავხედოთ. ალბათ, მოგვიწევს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. მაქსიმალურად, გონივრულად, მიზანმიმართულად და რაციონალურად უნდა ვხარჯოთ ჩვენი ბიუჯეტი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

news
ავტ.: news თებერვალი 21, 2015 13:02

Google სტატისტიკა


5,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics