ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ქინძის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2015 19:28

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ქინძის განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ

მნიშვნელოვანი

  • ჩვენ ქინძის განცხადებებზე ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ერთ-ერთ აუდიო ჩანაწერს, სადაც ვებ-გვერდის მტკიცებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამინდელი ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჭარაძის სატელეფონო საუბარია.

სხვა სტატიები

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სერიოზული განცხადებების გაკეთებას არ აპირებს.

ღარიბაშვილის თქმით, სასაცილოა, როდესაც ოდესის გუბერნატორი საკუთარ თავს ქინძს ეძახის.

ებებზე ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს სახელმწიფო არის იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე ეს იყო სამი წლის წინ. იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა იქნება ყოველთვის დაცული და არც ერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა – ვერც ქინძი და ვერც ნებისმიერი სხვა მოქალაქე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინული ვებგვერდი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის სატელეფონო საუბარს აქვეყნებს. გამოქვეყნებულ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.
“ვიყავი პოროსთან და მოვედი უკან, ახლა დავამთავრე”, – ამბობს სააკაშვილი. ამის შემდეგ სააკაშვილი და ნიჟარაძე საუბრობენ თუ როდის გადაწყვეტს გარკვეულ საკითხს, თუმცა რა ამბავს გულისხმობენ, უცნობია. გარდა ამისა, სააკაშვილი ეუბნება ნიჟარაძეს, რომ “მანდ სისხლისღვრა იქნება”.
“სტო პრო” იქნება ქინძი ვიყო”, – ამბობს სააკაშვილი.

 

https://www.youtube.com/watch?v=VfWiehRbAkA

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2015 19:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics