ირაკლი ღარიბაშვილი: ღია მმართველობის პარტნორობა ჩვენი რეფორმების სავიზიტო ბარათი გახდა

news
ავტ.: news ივნისი 3, 2015 11:00

ირაკლი ღარიბაშვილი: ღია მმართველობის პარტნორობა ჩვენი რეფორმების სავიზიტო ბარათი გახდა

თბილისში “ღია მმართველობის პარტნიორობის” ევროპის რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც პრემიერმინისტრმა გახსნა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ესწრებიან, მათ შორის, შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან. “ღია მმართველობის პარტნიორობა” მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი.

“ჩვენი მთავრობა 2012 წლის ოქტომბრიდან ფართომასშტაბიან რეფორმებს ატარებს საქართველოში. ჩვენ ვართ 29-ე ადგილზე, მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ ჩვენი რეფორმებით, მიდგომებით, გახსნილობით, ღია მმართველობის სტილით, ანგარიშვალდებულებით მოქალაქეებისადმი, დავამტკიცეთ, რომ ვართ, მოწოდებული ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

რეფორმები, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ატარებს ინსტიტუციონალურ დემოკრატიას, ანუ ეფექტიანი ინსტიტუტების სისტემის დამკვიდრებისთვის მისწრაფებას. ამიტომ “ღია მმართველობის პარტნიორობა” ჩემთვის პირადად და მთავრობის თითოეული წევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე იდეა, ან ინიციატივა,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ინსტიტუციონალური დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, მხოლოდ ინსტიტუტების ცვლილება არ არის საკმარისი. საჭიროა ასევე ცვლილება ინსტიტუციონალურ კულტურაში.

“ჩვენ შევცვალეთ და მუდმივად ვაუმჯობესებთ მმართველობის კულტურას. რადგან, ღია მმართველობა, როგორც პრინციპი არის სწორედ ჩვენი მთავრობის მმართველობის განუყოფელი ნაწილი. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ღია მმართველობის პარტნორობა ჩვენი რეფორმების სავიზიტო ბარათი გახდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news ივნისი 3, 2015 11:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics