ირაკლი ღარიბაშვილი: უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფუნქცია ექნება ათონელის რეზიდენციას

news
ავტ.: news თებერვალი 5, 2015 14:30

ირაკლი ღარიბაშვილი: უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფუნქცია ექნება ათონელის რეზიდენციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობაში ჯერ არ უმსჯელიათ რა ფუნქცია მიენიჭება ათონელის რეზიდენციას.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ათონელის რეზიდენცია აშენდა და გარემონტდა პრეზიდენტისთვის, მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტმა იქ გადასვლაზე უარი თქვა, მთავრობას ჯერ არ უმსჯელია იმაზე, თუ რა განთავსდება აღნიშნულ შენობაში.
“უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა განთავსდება, რომელი სამინისტროები თუ რა ფუნქცია მიენიჭება ამ ობიექტს”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

news
ავტ.: news თებერვალი 5, 2015 14:30