ირაკლი ღარიბაშვილი – სიამაყით მინდა გითხრათ, რომ საქართველომ ოლიმპიადას ღირსეულად უმასპინძლა

news
ავტ.: news აგვისტო 1, 2015 22:10

ირაკლი ღარიბაშვილი – სიამაყით მინდა გითხრათ, რომ საქართველომ ოლიმპიადას ღირსეულად უმასპინძლა

მნიშვნელოვანი

  • სიამაყით მინდა გითხრათ, რომ საქართველომ ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - "თბილისი 2015"-ის დახურვის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სხვა სტატიები

სიამაყით მინდა გითხრათ, რომ საქართველომ ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – “თბილისი 2015”-ის დახურვის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს არის საოცრად ემოციური დღე.
“ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015″ დასრულდა დღეს. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ საქართველომ ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხა. როგორც დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას, ასევე 4 000 სპორტსმენს მათ ღირსეულად ვუმასპინძლეთ. ის დონე, რომელიც შევთავაზეთ სპორტსმენებს, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს არის განსხვავებული იმისგან, რაც იყო წინა წლებში. ისინი ყველა აღნიშნავენ, რომ ეს იყო ფანტასტიური ფესტივალი, ეს იყო უმაღლეს დონეზე ორგანიზებული. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ფესტივალის ორგანიზებაში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს, თბილისის მერს დავით ნარმანიას, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და იმ 2000 მოხალისეს, რომელიც ოლიმპიადის პერიოდში მონაწილეობას იღებდა.

news
ავტ.: news აგვისტო 1, 2015 22:10