ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

news
ავტ.: news მარტი 2, 2015 21:11

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე ეკონომიკური პროცესები და მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

ამასთან, მხარეებმა რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და იმ ძირითად ფაქტორებზე იმსჯელეს, რომლებმაც ზეგავლენა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაზე მოახდინეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისიის ფარგლებში, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ერთად, მოხდება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, მაკროეკონომიკური პარამეტრების შეფასება და რისკების ანალიზი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

news
ავტ.: news მარტი 2, 2015 21:11