ირაკლი ღარიბაშვილი: “რუსთავი2”-ის მესაკუთრეობის საკითხი კერძო დავაა და მთავრობის ჩართულობა ამაში ნულის ტოლია

news
ავტ.: news აგვისტო 6, 2015 13:05

ირაკლი ღარიბაშვილი: “რუსთავი2”-ის მესაკუთრეობის საკითხი კერძო დავაა და მთავრობის ჩართულობა ამაში ნულის ტოლია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის მომხრეა, თუმცა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებული საკითხი კერძო დავაა და მთავრობის ჩართულობა ამაში ნულის ტოლია.
ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე მას არავითარი ინფორმაცია არ აქვს, გარდა იმისა, რაც გუშინ გავრცელდა – ქიბარ ხალვაში თავისი დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართავს.
“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფალი მედიის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. მე ვფიქრობ, ამ სამი წლის განმავლობაში ყველამ ნახა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მედიის განვითარებას და მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რომ სხვა განზრახვა გვქონოდა, ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ დავას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მე, როგორც მოქალაქე და პრემიერ-მინისტრი მომხრე ვარ ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს. მთავრობის ჩართულობა და როლი, აბსოლუტურად ნულის ტოლია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წილის დაბრუნების შესახებ სარჩელით მიმართა.

news
ავტ.: news აგვისტო 6, 2015 13:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics