ირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთის ასეთ პოლიტიკაზე ერთიანი საერთაშორისო რეაგირებაა აუცილებელი

news
: news იანვარი 24, 2015 18:17

ირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთის ასეთ პოლიტიკაზე ერთიანი საერთაშორისო რეაგირებაა აუცილებელი

მნიშვნელოვანი

  • ჩვენ გადავიტანეთ უკრაინის მსგავსი კონფლიქტი 2008 წელს, მაგრამ იმ დროს მსოფლიომ არ მიაქცია მას საკმარისი ყურადღება,

სხვა სტატიები

ჩვენ გადავიტანეთ უკრაინის მსგავსი კონფლიქტი 2008 წელს, მაგრამ იმ დროს მსოფლიომ არ მიაქცია მას საკმარისი ყურადღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა CNBC-ის ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა და ერთიანი საერთაშორისო რეაგირება რუსეთის “ასეთ” პოლიტიკაზე.

“რასაკვირველია, ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. ჩვენ გადავიტანეთ ასეთი კონფლიქტი 2008 წელს. იმ დროს მსოფლიომ არ მიაქცია ამ კონფლიქტს საკმარისი ყურადღება. ასე, რომ დღეს გვაქვს უკრაინის კრიზისი. ჩემი აზრით, აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა, ერთიანი საერთაშორისო რეაგირება რუსეთის ასეთ პოლიტიკაზე. ეს უნდა განხორციელდეს ზუსტად და ეფექტურად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მშვიდობიანი დიალოგის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს”.

news
: news იანვარი 24, 2015 18:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,393
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics