ირაკლი ღარიბაშვილი: რომელიმე თოქ-შოუს დახურვა კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა
სხვა სტატიები
- მთავრობის ოპერატიული რეაგირების გეგმა, კონორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებთან დროებით სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობის განხილვასაც ითვალისწინებს
- მამუკა ხაზარაძე-ბოლო მომენტში შესაძლოა, ოპოზიციასთან გვქონდეს კონსულტაცია იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ხელისუფლების გასტუმრება ჰქვია
- თუ ადამიანმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დაჭირვებოდა – მაღრაძე
თუნდაც ის, რომ ნებსიმიერ კრიტიკულ კითხვას გვისამთ ჩვენ მთავრობის წარმომადგენლებს და არ ყოფილა არავითარი ზეწოლა სამი წლის განმავლობაში, ეს არის აღიარება , რასაც შესაბამისი დაფასება, შეფასება სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუკი რომელიმე თოქ შოუა დაიხურა, ეს კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა და თავად პრემიერი ამაზე რაიმე კომენტარს ვერ გააკეთებს.
“მესამე წელია, ჩვენმა ქვეყანამ და მთავრობამ დაამტკიცა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ვართ პირველ ადგილზე. რაც არ უნდა ილაპარაკოთ, თქვენ და ოპონენტებმა, ეს მხოლოდ საუბარია. შედეგი არის ის, რომ მედდია არის თავისუფალი. თუნდაც ის, რომ ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას გვისვამთ მთავრობის წარმომადგენლებს და არავითარი ზეწოლა ამ სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა მთავრობის მხრიდან, ეს არის აღიარება, ეს არის ფაქტი, ამას სჭირდება შეფასება და შესაბამისი დაფასებაც. თუ დაიხურა რომელიმე თოქ-შოუ, ეს არის კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება და მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარს. საჭიროა უფრო მეტი სიცხადე, გამჭვირვალობა და დასაბუთება, ეს უნდა მოკითხოთ ტელევიზიის ხელმძღვანელობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც დიდ დიღომში სარაგბო ბაზა გახსნა.