ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

news
ავტ.: news სექტემბერი 4, 2015 19:54

ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღინიშნა, რომ დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას “საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ”, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პირობების შემოღებას ითვალისწინებს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალზე.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნორვეგია წარმოადგენს საქართველოს მხარდამჭერ ქვეყანას და ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ასევე აღინიშნა, განვითარების თანამშრომლობის კუთხით ნორვეგიის მთავრობის მიერ დააფინანსებული პროექტების მნიშვნელობა.
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების საკითხებთან დაკავშირებით ნორვეგიის ცალსახა მხარდამჭერ პოზიციას. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბორდე ბრენდე დღეს საოკუპაციო ხაზს სტუმრობდა და სოფელ ხურვალეთში მავთულხლართების გაბმის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

news
ავტ.: news სექტემბერი 4, 2015 19:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics