ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ სოსო დანელია თავის მშობლიურ მარტვილში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს

news
ავტ.: news აგვისტო 31, 2015 11:27

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ სოსო დანელია თავის მშობლიურ მარტვილში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შუალედურ არჩვენებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მარტვილში, სოსო დანელიას დიპლომატიურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში, შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, დანელია წარმოშობით არის მარტვილიდან.
“სოსო დანელია წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა იტალიის რესპუბლიკაში. გარდა ამისა, არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და მინიჭებული აქვს სამეცნიერო ტიტულები საქართველოში და იტალიაში.
მჯერა, რომ ბატონი სოსო მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას თავის მშობლიურ მარტვილში. მაქსიმალურად გამოიყენებს თავის მრავალმხრივ ცოდნას, გამოცდილებას და იქნება ჩვენი ხალხის ნამდვილი რჩეული ჩვენი ქვეყნის პარლამენტში”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.

news
ავტ.: news აგვისტო 31, 2015 11:27

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics