ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა

news
ავტ.: news აპრილი 22, 2015 14:54 განახლებულია

ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა

მნიშვნელოვანი

  • ახალი სამთავრობო პროექტის "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა.

სხვა სტატიები

ახალი სამთავრობო პროექტის “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ნუგზარ ყიფიანთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები განიხილეს და რეგიონის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები დაგეგმეს. პრემიერ-მინისტრი საბიუჯეტო სახსრების ათვისების საკითხით დაინტერესდა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დაესწრნენ.

news
ავტ.: news აპრილი 22, 2015 14:54 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics