ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტული სფეროა განათლება

news
: news მაისი 14, 2015 17:50

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტული სფეროა განათლება

საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტული სფეროა განათლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის ფორუმის ფარგლებში, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მიერ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე კონცენტრირებამ, რომელიც არის ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მამოძრავებელი ძალა, შედეგად მოიტანა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია მეორე, 140 მილიონი დოლარის ოდენობის ხელშეკრულების ფარგლებში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2013 წელს.

“შედეგი კი უკვე სახეზეა: სან-დიეგოს უნივერსიტეტმა, საქართველოს სამ საჯარო უნივერსიტეტთან ერთად, დაიწყო საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული საბაკალავრო პროგრამების მიწოდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის განხრით (STEM). საქართველოს მთავრობა აცნობიერებს მაღალკვალიფიციური STEM პროფესიონალებისა და სპეციალისტების მნიშვნელობას, რომლებიც პასუხობენ ბაზრის მოთხოვნებს და წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მზარდი ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელშეკრულება წვლილს შეიტანს ინდუსტრიაზე ორიენტირებული კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, რის შედეგადაც გაუმჯობესდება და გამყარდება ხელსაყრელი ბიზნესგარემო. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა აფინანსებს თითქმის 20000 სტუდენტის ტექნიკურ განათლებას და ამისთვის იყენებს ბაზარზე ორიენტირებულ მიდგომას”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე შეაჯამა მთავრობის ძირითადი მიზნები. ეს არის: მაკროეკონომიკური სტაბილურობა; ღია და სამართლიანი საბაზრო კონკურენცია; საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების სათანადო დაცვა; უნარ-ჩვევების განვითარება; დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა; ეფექტიანი საფინანსო სისტემები; სტაბილური, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო.

news
: news მაისი 14, 2015 17:50

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics