ირაკლი ღარიბაშვილი მარტვილსა და საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატებს დღეს წარადგენს

news
ავტ.: news აგვისტო 31, 2015 10:01

ირაკლი ღარიბაშვილი მარტვილსა და საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატებს დღეს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატებს დღეს წარადგენს. წარდგენა კოალიციის ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე გაიმართება.

საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.

news
ავტ.: news აგვისტო 31, 2015 10:01

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics