ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრემიერს ხვდება

news
: news იანვარი 26, 2015 10:54

ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრემიერს ხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ ლიტვის პრემიერ-მინისტრს ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა, რის შემდეგაც პირისპირ შეხვედრა დაიწყო.

მოგვიანებით, გაიმართება დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკებები, რის შემდეგად, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში.

„ჩვენს დელეგაციაში რამდენიმე მინისტრი, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს-კავშირების გამყარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ახორციელებს,“ – განაცხადა ელჩმა, იონას პასლაუსკასმა.

შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განხილვა იგეგმება. ხვალ კი ლიტვის ოფიციალური დელეგაცია, რომელშიც ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებიც იმყოფებიან, საქართველო-ლიტვის ერთობლივ ბიზნეს-ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, ლიტვის მთავრობის მეთაური, ალგირდას ბურკევიჩუსი, იუსტიციის სახლს ესტუმრება. მომდევნო შეხვედრა კი საქართველოს პრეზიდენტთან გაიმართება.

news
: news იანვარი 26, 2015 10:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,301
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics