ირაკლი ღარიბაშვილი – ის, რომ მე და გიორგი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვართ დღეს თქვენთან, არის საქართველოს ერთიანობის დემონსტრირება

ის, რომ მე და გიორგი – ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვართ დღეს თქვენთან, არის საქართველოს ერთიანობის დემონსტრირება , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული სწორედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად მიულოცა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი.
“ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ის, რომ დღეს მე და გიორგი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვართ თქვენთან, ეს არის საქართველოს ერთიანობის დემონსტრირება. ეს არის თქვენდამი სიყვარულის დემონსტრირება. ეს არის გულიდან წამოსული სიტყვები, ამიტომ მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გაზაფხულის დღეს გილოცავთ, სიყვარულის დღეს გილოცავთ, დღეს ჩვენ ვზეიმობთ თქვენთან ერთად. ეს არის ძალიან მდიდარი რეგიონი. მე ვაფასებ თქვენ შრომისმოყვარეობას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული რეგიონი და ჩვენ, როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ვიქნებით თქვენს გვერდით ყოველთვის. გვინდა, რომ ყოველთვის თქვენთან ერთად გავიზიაროთ თქვენი სიხარული, გასაჭირი. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ერთად ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. დღეს ჩვენ ჩამოვედით ერთად იმისთვის, რომ უკეთესი მომავლის რწმენა ჩაგისახოთ, გითხრათ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი საქართველოსთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი – ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც, თქვენს სამსახურში ვართ
შემდეგი სტატია„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა ჟურნალისტს პროფესიულ დღეს ულოცავს