ირაკლი ღარიბაშვილი: ის, რომ ვიცეპრემიერი იქნება ამავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრი, ბევრს ნიშნავს

news
ავტ.: news სექტემბერი 2, 2015 10:13

ირაკლი ღარიბაშვილი: ის, რომ ვიცეპრემიერი იქნება ამავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრი, ბევრს ნიშნავს

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “ამბასადორიალზე” შეკრებილებს გიორგი კვირიკაშვილი, როგორც საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ თქვენი უწყების ახალი ხელმძღვანელი, ბატონი, გიორგი კვირიკაშვილი. ბატონ გიორგის დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს, რომელიც დაგვეხმარება, რომ ისეთი საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქნება დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. ბატონ გიორგის აქვს საერთაშორისო, სავაჭრო და ეკონიმიკური კავშირები, რაც ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას. ის, რომ ქვეყნის პირველი, მთავარი გზავნილი არის ის, რომ ვიცეპრემიერი იქნება ამავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 2, 2015 10:13

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics