ირაკლი ღარიბაშვილი: თუ საჭირო გახდა მოხდება რეზერვების გამოყენებაც და ბიუჯეტის გადახედვაც

news
ავტ.: news სექტემბერი 21, 2015 21:18

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ საჭირო გახდა მოხდება რეზერვების გამოყენებაც და ბიუჯეტის გადახედვაც

როგორც ეროვნული ბანკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს პროგნოზებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს იყო მორიგი სამუშაო შეხვედრა.

“მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა უშუალოდ მე ვხელმძღვანელობ ამ საკოორდინაციო შეხვედრების ჩატარებას. დღეს მორიგი შეხვედრა გავმართეთ. მოვისმინე როგორც ეროვნული ბანკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს პოზიციები, მათი ხედვები ლართან მიმართებაში. ორივეს პოზიცია არის ერთი და იგივე მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. ისინი თანხმდებიან, რომ ლარის კურსი არის დღეს უკვე ასე ვთქვათ, პიკში. როგორც ეროვნული ბანკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს პროგნოზებით, ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მან მოისმინა პოზიციები როგორც ეროვნული ბანკისგან, ასევე ფინანსთა სამინისტროსგან, რომ ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტსა და ბერკეტს გამოიყენებეენ და სიტუაციას მაქსიმალურად სრულად გააკონტროლებენ.

“ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვუყურებთ ამ სიტუაციას. მჭიდრო კოორდინაცია აქვს ფინანსთა სამინისტროს ეროვნულ ბანკთან, ასევე ჩართულია ჩემი ადმინისტრაციაც.  ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად ვმართავთ და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია სიტუაციის დარეგულირება და დასტაბილურება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო მზად არიან, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენონ, თუ საჭირო გახდა მოხდება რეზერვების გამოყენებაც. ასევე, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ბიუჯეტის გადახედვა.

“ჩვენ გვაქვს ყოველგვარი მზაობა, ეროვნულ ბანკთან ერთად მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 21, 2015 21:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics