ირაკლი ღარიბაშვილი: თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება, არ იქნება სტაბილურობა მთელი კავკასიის რეგიონში

news
ავტ.: news თებერვალი 13, 2015 17:28

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება, არ იქნება სტაბილურობა მთელი კავკასიის რეგიონში

“საქართველო: ჩვენ უნდა გავარღვიოთ დაუსჯელობის მანკიერი წრე”, – ამ სათაურით აქვეყნებს გერმანულ გამოცემა Die Welt ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუს.
გამოცემასთან საქართველოს პრემიერი რუსულ საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთთან 2008 წლის ომი და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება “მსოფლიომ არ აღიქვა საკმარისი სერიოზულობით”.
საქართველოს პრემიერი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების მნიშვნელობაზეც საუბრობს. “ჩვენი გადაწყვეტილება ევროპის სასარგებლოდ არ არის მიმართული რუსეთის საწინააღმდეგოდ, არამედ პირიქით. თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება, არ იქნება სტაბილურობა მთელი კავკასიის რეგიონში, რაც არ შეიძლება შედიოდეს რუსეთის ინტერესებში”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
საქართველოს პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებს თავის პოლიტიკას ოკუპირებულ რეგიონებში. “მან გააღო ბაზარი ქართული პროდუქციისთვის, თუმცა, პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა”. რაც შეეხება Die Welt-ის ჟურნალისტის კითხვას, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ, საქართველოს პრემიერი შემდეგნაირად პასუხობს: “ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება დღეს ან ხვალ, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ”.

news
ავტ.: news თებერვალი 13, 2015 17:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics