25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

ირაკლი ღარიბაშვილი თავს “მორალურად განადგურებულად” მიიჩნევს და წერილების სერიის გაგრძელებას გეგმავს — ადვოკატის განცხადება

რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავს „მორალურად განადგურებულად“ მიიჩნევს და პატიმრობიდან წერილების გამოქვეყნების სერიის გაგრძელებას აპირებს.

ადვოკატის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსანი უახლოეს მომავალში მორიგი განცხადების გაკეთებას გეგმავს, სადაც დამატებით დეტალებს ისაუბრებს.

„არანაირი ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა. განადგურება არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით ამ ეტაპზე მორალურ მხარეს გაუსვა ხაზი. რაც შეეხება წერილებს, ეს ალბათ ეტაპობრივად მოხდება და გაგრძელდება… მან მითხრა, რომ მალე კიდევ გააკეთებს განცხადებას“, — აღნიშნა ლილი გელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში არალეგალურ ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
შემდეგი სტატია“სტალინური წმენდების სცენარი ქართულ პოლიტიკაში”- ბექა კობახიძე “ოცნების” შიდა დაპირისპირებას ეხმაურება