ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის სამინისტროში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა

news
ავტ.: news თებერვალი 12, 2015 11:14 განახლებულია

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის სამინისტროში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა

მნიშვნელოვანი

  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა.

სხვა სტატიები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ მხრივ ცვლილებები მინდია ჯანელიძემ განახორციელა და სწორედ ამით არის განპირობებული როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე, კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრებისგან წამოსული აგრესია.

“მე ის ვიცი, რომ წლების განმავლობაში თქვენს უწყებაში არ განხორციელებულა ძირეული ცვლილებები. ის კი არა, კეზერაშვილით და ახალაიათ დაწყებული, რომელი ერთი მინისტრით დამთავრებული, მათი კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა წლების განმავლობაში. როცა თქვენ მიხვედით მინისტრად, თქვენ დაიწყეთ ამის ცვლილებები. სწორედ ამიტომ არის ამხელა აგრესია “ნაციონალებისგან” და ასევე, ჩვენი კოალიციის ყოფილი წევრებისგან”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს.

news
ავტ.: news თებერვალი 12, 2015 11:14 განახლებულია

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics