ირაკლი ღარიბაშვილი – ზურა ვაზაგაშვილის საქმე თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და სიმართლის გარკვევას წინ ვერავინ აღუდგება

news
ავტ.: news იანვარი 24, 2015 20:32

ირაკლი ღარიბაშვილი – ზურა ვაზაგაშვილის საქმე თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და სიმართლის გარკვევას წინ ვერავინ აღუდგება

ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე ძალიან მალე გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც სამების საკათერო ტაძარში იმყოფებოდა და იური ვაზაგაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მთავარ პროკურატურას პრაქტიკულად ბოლომდე ჰქონდა მიყვანილი ის გამოძიება, რომელიც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობას ეხებოდა.

“მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის. ბატონი იური იყო გამორჩეული, მებრძოლი, მართალი კაცი, რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო კიდევ ერთხელ და ქედს ვიხრი მისი ოჯახის წინაშე. ეს მძიმე წუთებია ჩვენთვის და პირადად ჩემთვის. როგორც აღვნიშნე, მე ძალიან კარგად და ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და სიმართლის გარკვევას წინ ვერავინ ვერ აღუდგება, ვერაფერი ვერ შეაჩერებს.

“მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას პრაქტიკულად ბოლომდე ჰქონდა მიყვანილი ის გამოძიება, რომელიც ეხებოდა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობას. მაგრამ მინდა მივმართო ყველას, საზოგადოებას, რომ ეს საქმე გაიხსნება ძალიან მალე. ვგულისხმობ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს. ის პრაქტიკულად ბოლომდე იყო მიყვანილი და ამას ვერავინ და ვერაფერი წინ ვერ აღუდგება და ვერ შეაჩერებს. სიმართლე გაირკვევა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news იანვარი 24, 2015 20:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics