ირაკლი ღარიბაშვილი ზოგიერთი გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას არ გამორიცხავს

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ აქვს რიგ სამინისტროებს ბიუჯეტის შესრულების კუთხით ჩამორჩენა.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მხრივ განათლების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებს აქვთ უმნიშვნელო ჩამორჩენა.
როგორც განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მისი უწყება გეგმას მიჰყვება, არსებობს რეკომენდაცია ინფრასტრუქტურული ხარჯები კიდევ უფრო დააჩქაროს.
“სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული ხარჯი მოდის არდადეგების პერიოდზე, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია, ამიტომ ამ პერიოდში ყოველთვის ვასწორებთ ხოლმე ამ ნაწილს. პრობლემა აქამდე არასდროს არ გვქონია”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თავის მხრივ განმარტა, რომ პირველი კვარტლის ბოლოს უფრო ზუსტი ინფორმაცია იქნება ცნობილი. ამასთან, მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურული ხარჯი ყოველთვის შეზღუდულია.
ნოდარ ხადურმა ასევე მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც მისი თქმით, აქტიურად მუშაობს და ორჯერ არის გაზრდილი სამუშაოების მოცულობა.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, რომ წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია იმ რაიონების შესახებ, რომლებიც ვერ ხარჯავენ თანხებს.
“მე მინდა საჯარო გავხადო ეს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით დავაყენებ მათი პასუხისმგებლობის საკითხს – იმ გამგებლების, რომლებიც ხელს უშლიან, ან საკრებულოს თავმჯდომარეების, რომლებიც აფერხებენ ამ პროცესს ამა თუ იმ ბიუროკრატიული ბარიერების გამო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან მთავრობის წევრებს მიმართა, რომ ერთი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს შეხვედრა გამგებლებთან და გუბერნატორებთან.
“იქნება გავაკეთოთ შეხვედრა ყველა რაიონის გამგებელთან, გუბერნატორები ჩამოვიყვანოთ და მოვთხოვოთ მაქსიმალურად პასუხი ერთი კვირის განმავლობაში რომ მოხდეს ეს”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები