ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ესტუმრება

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 თებერვალს ვიზიტით ბრიუსელში ჩავა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან კლოდ იუნკერთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინთან.
დავით კერესელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ხვდება ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობას და ამის გათვალისწინებით განხილული იქნება ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებასთან, რეგიონულ უსაფრთხოებასთან და უკრაინის კრიზისთან.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში17 წლის ახალგაზრდა სოციალური ქსელის მომხმარებლებს თანხებს სძალავდა
შემდეგი სტატიამთავრობა სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ გეგმავს