ირაკლი ღარიბაშვილი – ბიზნესმენები, მოქალაქეები, ინვესტორები დოლარს ინახავენ, რის გამოც ლარის გამყარება არ ხდება

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 14:14 განახლებულია

ირაკლი ღარიბაშვილი – ბიზნესმენები, მოქალაქეები, ინვესტორები დოლარს ინახავენ, რის გამოც ლარის გამყარება არ ხდება

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინებია შექმნილი.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინებია შექმნილი. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში დღეს განუცხადა.
პრემიერის განმარტებით, ექსპერტები აცხადებენ, რომ ლარის კურსის რყევებთან დაკავშირებით კრიზისულმა პერიოდმა საქართველოში უკვე გაიარა.
“ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მოსახლეობას მალე დაუბრუნდება განცდა, რომ ლარის კურსს რაღაც განსაკუთრებული რყევები აღარ აქვს.
“რაც შეეხება ლარის კურსის გამყარებას, მე მინდა გითხრათ, რომ სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინი არის შექმნილი. მინდა, მივამრთო ყველას, რომ არ დააბნიოს ამ ცრუ მოლოდინებმა და განცხადებებმა ჩვენი ბიზნესმენები და მოქალაქეები. მე გუშინ მქონდა საუბარი ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რომლებმაც თქვეს, რომ ეს კრიზისული პერიოდი უკვე გადავიარეთ. თუ რაღაც უნდა მომხდარიყო, მოხდა. ის შოკები, პირველი ტალღა გადავიარეთ. ახლა ეს არის ემოციური განცხადებებით განპირობებული. ძალიან მარტივი რაღაც ხდება საქართველოში – ადამიანებს აქვთ ცრუ მოლოდინი შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია. ექსპერტების აზრით, ეს ასე აღარ მოხდება უახლოეს პერიოდში, ვინაიდან კრიზისის პერიოდი უკვე გავიარეთ. მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება, რადგან, მათ მოუწევთ დღეს თუ ხვალ დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა”, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი დღეს ბათუმში სასტუმრო “კოლიზეუმის” გახსნას დაესწრო.

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 14:14 განახლებულია