ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არა ნატო-ს ბაზა, არამედ სასწავლო ცენტრი იხსნება

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 14:40

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არა ნატო-ს ბაზა, არამედ სასწავლო ცენტრი იხსნება

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრთან და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნატო-ს სასწავლო ცენტრთან და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც პრემიერმა ბათუმში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ იქნება საწვრთნელი ბაზა, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იქნება სასწავლო ცენტრი ქართველი ჯარისკაცებისთვის, რაც სამხედროების მომზადების დონეს აამაღლებს.
“თქვენ იცით, რომ ერთი კვირის შემდეგ ნატო-ს გენმდივანი ჩამოდის საქართველოში. ჩვენ ვხსნით სასწავლო ცენტრს. ბევრი სპეკულაციები იყო ამ ცენტრთან დაკავშირებით, რომ ეს არის საწვრთნელი ბაზა და ა.შ. ეს არ არის საწვრთნელი ბაზა. ეს არის სასწავლო ცენტრი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები მოვამზადოთ და მათი მომზადების დონე აიწიოს, რომ ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს. მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი სპეკულაციები არის გადაჭარბებული. ჩვენ მივესალმებით ნატო-ს გენმდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც მივიღეთ უელსის სამიტზე და ჩვენ ამ გეგმას კარგად ვასრულებთ. ამ ცენტრს რაც შეეხება, ეს არის სასწავლო ცენტრი. ასეთი ცენტრი უკვე გვაქვს საქართველოში საჩხერის ბაზაზე”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს აგვისტოს ბოლოს ესტუმრება.

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 14:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics