ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი შს მინისტრის გადადგომაზე

news
ავტ.: news იანვარი 23, 2015 17:36

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი შს მინისტრის გადადგომაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის გადადგომის შესახებ შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს.

“ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მართლა ღირსეული ადამიანი და ის მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა მართლაც ღირსეული პოლიციელი და ერთგული ჩვენი ქვეყნის. მე ადრეც ვთქვი, რომ ის გაიზარდა პოლიციელის ოჯახში და მოიქცა ისე როგორც მას ეკადრებოდა და იმის გამო , რომ საზოგადოებაში არცერთი კითხვა , აფსურდულიც რომ იყოს ეს კითხვა, პასუხიგაუცემელი არ დარჩეს.ჩვენ სხვა სტანდარტები დავამკვიდრეთ ქართულ პოლიტიკაში. სწორი მმართველობა არის მთავარი ამოცანა და ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა , რომ თანამდებობა არ ყოფილა მთავარი. მისთვის მთავარი არის ემსახუროს ქვეყანას , ხალხს, პირნათლად და ასე გავაგრძლებთ მანამ სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი და მთავარი ამოცანა. ჩვენი მთავარი მისია და ამოცანა რაც არის , ვემსახუროთ ჩვენს ხალხს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა , რომ პროკურატურა მუშაობს. პრაქტიკულად ბოლოში იყო გამოძება გასული და ეს არის აბსურდი, რომ ლექსოს რაღაცა კავშირი ჰქონდა , ვიღაცამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა,მაგრამ სიმართლე გაირკვევა და გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ბოლოს მინდა ვთქვა , რომ ის სასტიკი საზარელი მკვლელობა ვინც ჩაიდინა მკაცრად დაისჯება. მე რა თქმა უნდა დავაკმაყოფილებ მის განცხადებას”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

news
ავტ.: news იანვარი 23, 2015 17:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics