ირაკლი ტაბლიაშვილი–”დანის პირზე სიარულისას ომი ცხელ ფაზაში არ უნდა გადავზარდოთ”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 17, 2015 21:31

ირაკლი ტაბლიაშვილი–”დანის პირზე სიარულისას ომი ცხელ ფაზაში არ უნდა გადავზარდოთ”

რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. სასაზღვრო ზოლის გადმოწევას და საქართველოში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ეხმიანება

რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. სასაზღვრო ზოლის გადმოწევას და საქართველოში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ეხმიანება“ომი უკვე არის!
იყო გუშინ, არის დღეს და იქნება ხვალ!

თავისთავად, ის ფაქტი, რომ ომის ცხელი ფაზა არაა დღეს, არ ნიშნავს იმას, რომ ომი, როგორც ასეთი, არ არის!

როდესაც ვსაუბრობთ ომზე, წესით, არ უნდა ვგულისხმობდეთ მხოლოდ მის ცხელ ფაზას, რომელიც, რა თქმა უნდა, თავიდან უნდა ავიცილოთ…

კიდევ – როდესაც ვსაუბრობთ ომზე, უნდა გვახსოვდეს, ჩვენგვარი პატარა ქვეყანა დიდ და მძლავრ მოწინაარმდეგესტან ვერასოდეს გაიმარჯვებს (რაც არ უნდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიეროს), თუ ეს არ იქნება ყველას ომი!.. ანუ, ომი არა მხოლოდ ჯარისა, არამედ, ხალხისაც.
ვიტყვი ასე – იმ იშვიათ გამარჯვებებს შორის, რომლებიც ისტორიიდანაა ცნობილი, ეს შედეგი დამდგარა მაშინ, როცა უომია არა მხოლოდ არმიას, არამედ, გლეხსაც… (დღევანდელ დღეს პროფესიათა ჩამონათვალი უსასრულოა)

კვლავ ვიმეორებ – მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ომის ცხელი ფაზა ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ… მეტიც, განვავრცობ და ვიტყვი – არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას, დანის პირზე სიარულისას არ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რომელიც ამ ომს ცხელ ფაზაში გადაზრდის…

დამატებით ვიტყვი, რომ ამის გაკეთება აუცილებელია ყოველთვის და განსაკუთრებით ახლა, როდესაც იხსნება ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი და რუსეთი ამის გამოც გეგმავს და ახორციელებს პროვოკაციებს (ხურვალეთებს და მისთ)…

ამავე დროს, ხაზგასმით ვამბობ შემდეგსაც – დანის პირზე სიარული არ ნიშნავს იმას, რომ დავფრთხეთ და რამეს შევეგუოთ… აქაოდა, რამე არ დავაზიანოთო, შევშინდეთ…
მით უფრო არ ნიშნავს კოლაბორაციონიზმს, რომლის კონტურებსაც საზოგადოების ერთ ნაწილს უკვე ვამჩნევ.

კოლაბორაციონიზმი გაცილებით უარესია, ვიდრე ომი და თუნდაც მარცხი ომში!

და კიდევ – კვლავ მთავარი – ომის, მისი ცხელი ფაზის უნდა გვეშინოდეს არა იმიტომ, რომ დავმარცხდებით, არამედ იმიტომ, რომ არ გვაქვს ამ ომში ერთიანობის განცდა… ანუ, არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ომი იყოს არა მხოლოდ არმიის, არამედ მწერლის, ექიმის, მასწავლებლის, პოლიტიკოსის, ჟურნალისტის და ა.შ. სწორედ ამიტომაა ეს ცხელი ომი ახლა საშიში… და ასეთად დარჩება, სამწუხაროდ!

ასე რომ არ იყოს, ნებისმიერ ომს (მისი ფართო გაგებით), მოვიგებდით!..
როგორც მოვიგეთ 9 აპრილის ომი!

და კიდევ, რატომ დავმარცხდით 2008 წელს? ან 1993 წელს?
გარდა იმისა, რომ იყო უზარმაზარი არმიის შემოტევა და ფიზიკურად ვერ გავძელით, იმიტომაც, რომ ეს ომები არ იყო “ჩვენი”, ანუ, ყველასი… და შევატოვეთ, დიახ, შევატოვეთ არმია ოკუპანტებს!..

ემოციებს გაუმარჯოს!–წერს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 17, 2015 21:31