ირაკლი სესიაშვილი: ძალადობა ბადებს ძალადობას

news
ავტ.: news ოქტომბერი 5, 2015 16:39

ირაკლი სესიაშვილი: ძალადობა ბადებს ძალადობას

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი სესიაშვილს გული სწყდება, რომ პარლამენტთან 2 ოქტომბერს დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ. სესიაშვილის აზრით, “ძალადობა ბადებს ძალადობას”.
“როგორც ადამიანს, მიმაჩნია, რომ ძალადობა ბადებს ძალადობას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გარკვეულ ჯგუფს ძალადობისკენ მიმართულებას აძლევს. მე, ეს ნამდვილად არ მომწონს. მეტიც, გული მწყდება, რომ ამ ადამიანებს პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან უმჯობესია ძალადობის გარეშე მოვახერხოთ აზრის გამოხატვა და პოზიციის დაფიქსირება”, – განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას.
მისივე თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეიგნონ და გაითავისონ, რომ ამ ქვეყანაში ძალადობა აღარ იქნება.
“თუ ვინმეს ეს ძალადობა ენატრება, მასზე, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას”, – განმარტა მმართველი გუნდის დეპუტატმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 5, 2015 16:39