ირაკლი სესიაშვილი საარჩევნო რეფორმას რევოლუციურს უწოდებს

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 14:35 განახლებულია

ირაკლი სესიაშვილი საარჩევნო რეფორმას რევოლუციურს უწოდებს

მნიშვნელოვანი

  • ვისურვებდი, ყველა პოლიტიკურ ძალას იმის აღიარების გამბედაობა ეყოს, რომ ის რა საარჩევნო რეფორმაც ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ, არის უპრეცედენტო და რევოლუციური, რაც აქამდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი საუბრობს.

სხვა სტატიები

ვისურვებდი, ყველა პოლიტიკურ ძალას იმის აღიარების გამბედაობა ეყოს, რომ ის რა საარჩევნო რეფორმაც ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ, არის უპრეცედენტო და რევოლუციური, რაც აქამდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი საუბრობს.
“ჩვენ პირდაპირ მაღალი თამასიდან დავიწყეთ, ქვეყანას საარჩევნო სისტემის ძალიან სერიოზული რეფორმა შევთავაზეთ. მესმის, რომ ოპოზიცია ყოველთვის მეტს ითხოვს, რადგან ეს მათი ერთგვარი ინსტრუმენტი და საშუალებაა, რომ შემდგომში დამარცხება თუ სხვისი გამარჯვება გაამართლონ. რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, ეს არის მართლაც უპრეცედენტო, რევოლუციური რეფორმა, რაც ვერავინ ვერ გაბედა”, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
კითხვაზე, რა გარემოებები უშლის ხელს იმას, რომ ახალი საარჩევნო სისტემით არჩევნები 2016 წლისათვის ჩატარდეს, სესიაშვილმა განაცხადა, რომ “ამას თავისი პრობლემები და გამოწვევები აქვს”.
“ჩვენ პოლიტიკურ პროცესში ვართ და თუ ვერ მივიღებთ მხადაჭერას, შევინარჩუნებთ სისტემას, რომელიც გვაქვს და არავის მოსწონს. ამიტომ ჩვენ, ოპონენტებს და საზოგადოებას ახალ სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას ვთავაზობთ. თუ ვამბობთ, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ, ეს შესაძლებელია არა ახლა, არამედ ახლა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ შემდგომი არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ეს არის ყველაზე სწორი და კარგი შეთავაზება”, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა, რომელიც მაჟორიტარული სისტემის მრავალმანდატანი პროპორციული სისტემით შეცვლას ითვალისწინებს, თუმცა მმართველი გუნდი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2016 წლის არჩევნების შემდეგ გეგმავს. მანამდე კი დაგეგმილია ამომრჩეველთა ხმების გამოთანაბრების პრინციპით, რიგი ოლქების დაყოფა და რიგი ოლქების გაერთიანება.

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 14:35 განახლებულია