ირაკლი სესიაშვილი: ზარალდება ხელისუფლება, რომელიც თავგადადებულია, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყოს

news
ავტ.: news სექტემბერი 9, 2015 15:40

ირაკლი სესიაშვილი: ზარალდება ხელისუფლება, რომელიც თავგადადებულია, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყოს

გადაცემა „არჩევანში“ ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ ბრალდებებში ხელისფლების ბრალეულობას მმართველ გუნდში გამორიცხავენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტები გარკვეულ ეჭვებზე საუბრობენ და აუცილებელია მტკიცებულებების წარმოდგენა.

„მე მეჩვენება, რომ რიგ შემთხვევებში ჟურნალისტები და პოლიტიკოსები საუბრობენ არა რეალობაზე, არამედ რაც მათ სურთ, რაც მათ სურთ, რომ გაყიდონ. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური, პროფესიული მოტივი, მომავალში კარიერის მიზნით, ამ ყველაფერში ჩვენი საზოგადოება ზარალდება, რომ განსხვავებულ ინფორმაციას ისმენს, ძირითადად ეჭვებს და კითხვებს ისმენს და ჩვენი ხელისუფლება ზარალდება, ის ხელისუფლება, რომელიც თავგადადებულია, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყოს,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 9, 2015 15:40

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics